კომში გარეცხეთ, გაფრცქვენით, ნაფრცქვენებს დაასხით წყალი და ადუღეთ, გადაწურეთ, წყალს დაამატეთ შაქარი, წამოადუღეთ 10-15 წუთით და შემდეგ, ამ სიროფში, ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი კომში, ადუღეთ, მოხადეთ ქაფი და გააცივეთ, სრულად გაციებული წამოადუღეთ 3–ჯერ და ხარშეთ 5-5 წუთით. ბოლოს, დაამატეთ 2 ს.კ. ლიმონი. ულამაზესი ფერი და არომატი აქვს. გემრიელად მიირთვით.