ცომის ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და კოვზით მოურიეთ. ცომი თითქმის რომ შეიკვრება, ხელით ზელვაზე გადადით. შემდეგ ცომი ზედაპირზე გადაიტანეთ და ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი ხელზე არ უნდა გეკრობოდეთ. შემდეგ ცელოფანში ან თავდახურულ ჯამში გადაიტანეთ და ცოტა ხნით დაასვენეთ. სანამ ცომი ისვენებს, შიგთავსი მოამზადეთ. ამისათვის ხაჭო, კვერცხი და მარილი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ცომი გაყავით 4 ნაწილად, მიეცით ძეხვის ფორმა ხელის წინ და უკან მოძრაობით. მოჭერით პატარა ნაჭრები, გააბრტყელეთ, ჩაურთეთ ხაჭო და მიეცით სასურველი ფორმა. წყალი აადუღეთ, მარილი ჩაყარეთ და ვარენიკები ჩაალაგეთ. ადუღებიდან 4-5 წუთი დაინიშნეთ და თეფშზე გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!