ქათამი მოხარშეთ, შემდეგ ამოიღეთ ბულიონიდან. ბულიონს მოხადეთ ცხიმი და ამ ცხიმში მოთუშეთ ხახვი. მოთუშულ ხახვს დაამატეთ გაწურული ბულიონი და ბულიონში გახსნილი ფქვილი. ცალკე ჯამში ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ძმარი და ცოტა ბულიონი. ეს მასა ჩაამატეთ ხახვიან ბულიონს. შეაზავეთ მარილით. ბოლოს დაამატეთ ნიორი და ქინძი. შეგიძლიათ არომატისთვის ქინძის კონა ჩადოთ და შემდეგ ამოაცალოთ. გემრიელად მიირთვით!