ხორცი დაამარილეთ, ააცვით შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე. ტაფაზე დაასხით ღვინო, დაამატეთ შაქარი და გახსენით სითხეში. წამოდუღების შემდეგ შედარებით დაბალ ცეცხლზე დაამატეთ ყურძენი და დაღერღილი წიწაკა, მოთუშეთ 5-6 წთ-ის განმავლობაში, თან ურიეთ. ჭურჭელში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ დაკეპილი ქინძი, ოხრახუში, ნიორი, დაამატეთ დიჟონის მდოგვი, ლიმონი და დანაყეთ ერთად. დაჭერით კიტრი და პამიდორი სასურველ ზომებად, ჩაყარეთ დაპუტული რეჰანი, მოასხით დრესინგს და ამოურიეთ. გადაიტანეთ ჭურჭელში სალათა, მოაყარეთ გუდის ყველი და კარამელიზირებული ყურძენი. მწვადი და სალათა მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში და გემრიელად მიირთვით.