ბადაგი შეასქელეთ დაბალ ცეცხლზე პურის ფქვილით, თათარას მოსამზადებლად ფქვილი კარგად უნდა გაიხსნას და მოიხარშოს ბადაგში. წვრილად დაჭერით თხილეული და ჩირეული. სქელძირიან ტაფაში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, შეურიეთ შაქარი, თაფლი, დაამატეთ მარილი და ღერღილი. შეკარით კარამელი. ბოლოს დაამატეთ დაკეპილი თხილეული და ჩირეული. მასა გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე და გაშალეთ გასაშრობად. ტაფაზე გაალღვეთ კარაქი, დაამატეთ ფქვილი, წყალი და გადაურიეთ ერთმანეთში, მიწის ტექსტურას რომ მიიღებს გადმოიტანეთ მასა ჯამში და შეურიეთ დაფშვნილ გუდას. თათარა გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, მოაყარეთ მიწა და დაადეთ კარამელისა და ნუგბარის ჩიფსი, გემრიელად მიირთვით!