გავასუფთავე ბულგარული. წვრილად დავჭერი კომბოსტო, ჩავახეხე სტაფილი, დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, პილპილის მარცვლები, 2 სკ მარილი, კარგად ავურიე ერთმანეთში და გავაჩერე ერთი საათით, რომ კომბოსტო მოიწალოს და ბევრი ჩავიდეს ბულგარულ წიწაკაში. წიწაკის გული ამოვავსე კომბოსტოსა და სტაფილოს მასით და გადავიტანე ქილაში (წინასწარ 10-ლიტრიან ქილაში ჩავდე დაფნა, ნიორი, ნიახური), მაღლიდანაც დავადე ნიახური, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავამატე ძმარი, დარჩენილი 8 სკ მარილი გავხსენი ადუღებულ, კარგად გაციებულ წყალში და დავასხი მარინადს. აუცილებლად მოამზადეთ, ჯერ სილამაზე დაგატკბობთ და ზამთარში - სიგემრიელე. ამ მასალით გამოდის 10-ლიტრიანი ქილა, ცოტა დამრჩა და გადავიტანე 2-ლიტრიან ქილაში.