ნიგოზი მოვხალე, ცალკე თაფლი შევათბე (თაფლს არ ვადუღებ, რადგან დუღილის დროს კარგავს ყველა საჭირო თვისებას). თან განუწყვეტლივ ვურევდი, შეთბობა-გაცივების პროცესი გავიმეორე 4-5-ჯერ, ჩავყარე შაქარი მეოთხე შეთბობაზე და ბოლოს - დაჭრილი ნიგოზი. გადმოვიტანე სველ დაფაზე და გავაბრტყელე. რომ გაცივდა, დავჭერი. გემრიელად მიირთვით!