გავრეცხოთ ყურძენი კარგად, მოვათავსოთ ქილებში, დავასხათ ადუღებული წყალი და დავახუროთ თავზე. რომ გაცივდება, წყალი გადავღვაროთ. დავუმატოთ შაქარი, რამდენი ლიტრიცაა, იმდენი ჭიქა. დავასხათ ადუღებული სხვა წყალი და მოვხუფოთ. ქილა გადავაბრუნოთ, გადმოვაბრუნოთ, რომ შაქარი გადნეს. შევფუთოთ ერთი დღით და მზადაა. როცა გახსნით, გეგონებათ, რომ ახალ ყურძენს ჭამთ.