წყალი, არაყი, მარგარინი, ცოტა მარილი და შაქარი მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩავაყაროთ 200-გრამიანი ჭიქით ფქვილი. დავუმატოთ 1 ჩკ კაკაო და ყავა ერთად (ანუ ნახევარი ჩკ კაკაო და ნახევარი ჩკ ხსნადი ყავა). ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით და რომ შეგრილდება, დავამატოთ 4 დიდი ზომის კვერცხი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ზედა-ქვედა წვაზე, 45 წუთით. გავაცივოთ ღუმელშივე.