კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, გათეთრებამდე, შემდეგ დაამატეთ შესქელებული რძე და ათქვიფეთ ისევ კარგად, გადმოიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. სრული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით, კრემი გააცივეთ ითახის ტემპერატურაზე. კარაქი ათქვიფეთ გათეთრებამდე და შემდეგ დაამატეთ წინასწარ მომზადებული მოხარშული კრემი. თქვიფეთ 10 წუთით. კრემი გამოდის ჰაერივანი, ფაფუკი და ძალიან კარგი. გამოდგება ყველანაირ ტორტებზე, ნამცხვრებზე და ასევე ფონდანტებზეც.