ჯამში მოათავსეთ საყინულეში წინასწარ დადებული ფქვილი, დაახეხეთ სათითაოდ კარაქი და გააფხვიერეთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ წყალი, ძმარი, მარილი. გაფხვიერებულ ფქვილის მასას დაამატეთ ეს ნაზავი და მოზილეთ ცომი. ეცადეთ ძალიან არ ჩაზილოთ. ოდნავ შეიკვრება თუ არა, ცომი მოათავსეთ მაცივარში, 2 საათით. შემდეგ გადმოიღეთ მაცივრიდან, ცომი გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ. შემდეგ გადაკეცეთ და ისევ დააბრუნეთ მაცივარში. ეს მოქმედება ორჯერ შეასრულეთ. 30 წუთის შემდეგ, გნებავთ ფენები გამოაცხვეთ, გნებავთ დაჭრილი. კრემი გამოიყენეთ მოხარშული. ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი უნდა იყოს ცივი. სცადეთ და აუცილებლად გამიგივათ!