კარაქი და შაქარი მოათავსეთ ჯამში და ხელით დაამუშავეთ კარგად, დაამატეთ ზეთი და კვერცხი, ასევე ხელით დაამუშავეთ და ბოლოს დაამატეთ ვანილი და ფქვილი. დამუშავების შემდეგ, მიიღეთ ერთგვარი მასა, კარგი, რბილი ცომი. ხელზე არუნდა გეკრობოდეთ. ცომის ნახევარი დადეთ საცხობ კალკაზე, დააფარეთ მეორე და გააბრტყელეთ, შემდეგ ამოჭერით და მიეცით სასურველი ფორმა. ორცხობილა დასვრიტეთ ჩხირით. ცეცხლზე დადგით ტაფა და დაადეთ რკინის მეტალი, მეტალზე დადეთ ტორტის საცხობი ფორმის ძირი და დაალაგეთ ორცხობილა, ტაფას დააფარეთ თავზე და აცალეთ სანამ ძირი არ გაუწითლდება, ოდნავ მოწითლებული ძირის შემდეგ ორცხობილა მზად არის. შეგიძლიათ ორი ორცხობილა ერთმანეთს შეატყუპოთ შოკოლადის განაშის მეშვეობით. არ სჭირდება არანაირი გამაფხვიერებელი, რძე, მაწონი და ა.შ. გემრიელად მიირთვით.