ვრეცხავთ და ვასუფთავებთ ბოსტნეულს. წიწაკებს და ნიორს ვატარებთ ხორცსაკეპში, ტომატის პასტას კარგად ვთუშავთ ზეთში და ვამატებთ წიწაკებს, ჯერ ბულგარულს და შემდეგ - მწარეს (მწარესთან მაინც ფრთხილად და მოზომილად ჯობია მოქცევა). ცოტა რომ მოითუშება, ვამატებთ ნიორს და მარილს (მარილიც ფრთხილად ქენით) . დუღილის პირას რომ მივა, ვუმატებთ სუნელებს და ვადუღებთ 10 წუთით. ბოლოს ვასხამთ ქილებში, სულ ესაა. ძალიან გემრიელია, ოღონდ მართლა.