ცალკე მოხარშეთ ხორცი, (რადგანაც დიდი დრო სჭირდება). მოხრაკეთ ხახვი, დაამატეთ პაპრიკა, ხასხასა ფერი რომ წამოვა, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, სტაფილო, კარტოფილი, ხორცი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა, ხორცის ბულიონი იმდენი, რომ არ გათხელდეს სადილი. მოხარშეთ, ბოლოს მწვანილი, წიწაკა, ნიორი და მარილი დაამატეთ. გემრიელად მიირთვით.