საშუალო ზომის გოგრა (მსხლის ფორმის) გაჭერით შუაზე. ზედა ნაწილი ყუნწთან გადაჭერით ისე, რომ გოგრის ქვედა ნაწილს თავზე ქუდად დაეფაროს. (შუა ნაწილს ამ დესერტში არ ვიყენებთ) შიდა რბილობი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, კოვზით წაუსვით თაფლი და შესვით 220გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. ცალკე 100 გრამ ბრინჯს დაასხით წყალი (ორი იმდენი რაც ბრინჯია), სულ ცოტა მარილი და 30 გრამი კარაქი. დადგით მოსახარშად. როდესაც წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ბოლომდე არ იქნება მზად, გადმოდგით, დაამატეთ ქიშმიში და გარგრის ჩირი, მწიკვი მიხაკი, დარიჩინი, შაქარი გემოვნებით და 1 ს. კოვზი თაფლი. კარგად ამოურიეთ და გადაიტანეთ გოგრის გულში, ზემოდან დააფარეთ ,,ქუდი" და კვლავ გამოაცხვეთ 20 წუთით. კარგად უნდა დარბილდეს შიგთავსი და გარედანაც უნდა მოიბრაწოს გოგრის კანი. გამოიტანეთ გაზქურიდან, ოდნავ შეაგრილეთ, გაჭერით 4 ტოლ ნაწილად და აქა-იქ მოაყარეთ მსუბუქად მოხალული ნიგვზის ლებნები. შეგიძლიათ მოხალული გოგრის გული გამოიყენოთ. მოამზადეთ, არ ინანებთ.