გათლილი კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. შიგადაშიგ ურიეთ. რომ დარბილდება და ოქროსფერს მიიღებს, მზადაა. დაახლოებით, 10-12 წთ დასჭირდება. კარტოფილი რომ მოიხარშება, გადაწურეთ და დაჭყლიტეთ. შეურიეთ მოთუშული ხახვი და არაჟანი, ჩაახეხეთ ყველი და მოაყარეთ კამა. შეანელეთ მარილითა და პილპილით. სანამ შიგთავსი გრილდება, მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს. კარაქი და წყალი დაბალ ცეცხლზე დადგით, რომ კარაქი გადნეს. შემდეგ ეს სითხე ფქვილს შეურიეთ, ჯერ ჩანგლით მოურიეთ, შემდეგ კი ხელით მოზილეთ ცომი. შემდეგ სამზარეულოს ცელოფანში შეფუთეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით მრგვალი ფორმები, ჩაუდეთ შიგთავსი და ვარენიკის ფორმა მიეცით. მოხარშეთ ადუღებულ მარილიან წყალში, დაახლეობით 5-7 წუთით. მიირთვით არაჟანთან და მოთუშულ ხახვთან ერთად.