ჯამში მოათავსეთ ცომის ინგრედიენტები, დაამატეთ წყალი, ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი. ჯამიდან გადაიტანეთ ცომი მაგიდაზე და დაამუშავეთ „ცემით“. დაარტყით მაგიდაზე 100ჯერ (ძველებური მეთოდია). რის შემდეგაც, ცომი უფრო ელასტიური და ერთგვაროვანი ხდება. ცომი გადაანაწილეთ 400-420 გრამიან გუნდებად და შეიტანეთ მაცივარში. 500გრ მარგარინი და 50გრ ფქვილი მოურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ ისე, რომ თითო გუნდას 2–ჯერ წაუსვათ. მთელი გაბრტყელების - დაკეცვის პროცესის მანძილზე, ცომი ინახება მაცივარში. 2–ჯერ რომ წაუსვამთ, დაამათავრებთ, მესამეჯერ უბრალოდ გააბრტყელეთ თითო გუნდა, დაკეცეთ და პარკებში შეფუთული შეინახეთ მაცივარში, თუ იმ დღეს არ უნდა გამოაცხოთ – საყინულეში.