ამ კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება 2 ბაზა, ბრინჯი ან ატრია და ლოკოკინები ლოკოკინებს ჩავყრით მარილიან ცხელ წყალში და 3 წუთი დავაყოვნებთ ცეცხლზე. შემდეგ ამოვიღებთ და ვავშნებისგან და შიგნეულობისგან გავათავისუფლებთ. გამოდიგნულ ლოკოკინებს, ანუ მხოლოდ საჭმელად ვარგისს ხორცს, ჩავუშვებთ ძმრიან წყალში. 1 ლიტრ წყალზე 180 გრ ძმარი საკმარისია. მოვხარშავთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ ამ ლოკოკინებს გადმოვიღებთ, წყალს გავალებთ და დაახლოებით 5 წუთი კვლავ მარილიან წყალში მოვხარშავთ. დიდი პროცესი აქვს გასავლელი, რათა უსაფრთხო იყოს მათი ჭამა. ამის შემდეგ ლოკოკიკები მზად არის მისართმევად. შეგიძლიათ შემდეგ ოდნავ მობრაწოთ ტაფაზე ბაზა 1: * ქინძი - ნახევარი კონა * მწვანე ხახვი- ნახევარი კონა * ბაზილიკი- 1/4 კონა * პიტნა ( თუ გსურთ) - 3-4 ღერო * კოჭა ანუ ჯინჯერი ( თუ მეტი ჯინჯერის არომატი გინდათ ) - 3-4 გრ * ნახევარი ლაიმის ცედრა და წვენი * წითელო წიწაკა - 1ც * მწვანე წიწკა- 1 ც * მარილი - გემოვნებით * თევზის სოუსი- 4-5 გრ ყველაფერს ჩავყრით ბლენდერში და კარგად დავაბლენდერებთ. თუ გსურთ რომ პიტნის არომატიც გქონდეთ კერძში შეგიძლიათ დაუმატოთ. მეორე ბაზას რომელსაც მოვამზადებთ ტომ ხას პასტით აქვს ჯინჯერი არომატი და თუ გსურთ რომ უფრო გაუძლიეროთ შეგიძლიათ პირველ ბაზას დაუმატოთ ჯინჯერიც. ბაზა 2: * ტომახას პასტა - 1 სუფრის კოვზი * ქოქოსის რძე - 1 ქილა , 400 გრ ქვაბში ჩავასხავთ რძეს ოდნავ გავაცხელებთ რომ კარგად გაიხსნას და დავამატებთ ტომ ხას პასტას კარგად მოვურევთ და შემდეგ გადავურევთ პირველ ბაზას. ოდნავ რომ წამოდუღდება , ყურადღებით იყავით ქოქოსის რძე ადვილად იჭრება, გავატაროთ სითხე მარლაში რო დაგვრჩეს მხოლოდ წვენი. თუ მოგინდებათ ოდნავ მისი შესქელება შეგიძლიათ დაუმატოთ წყალში გახსნილი კარტოფილის სახამებელი, ნელნელა რომ სისქე აკონტროლოთ და ძაან არ გაგისქელდეთ. ბრინჯი: * ბრინჯი - 1 ჭიქა * წყალი - 1.5 ჭიქა * მიხაკი ან დარიჩინის ჩხირი გემოვნებით * სუშის ბრინჯის საკმაზი * დაღერღილი წითელი წიწაკა- გემოვნებით * თეთრი და შავი სეზამი- გემოვნებით გარნირად შეგიძლიათ იხმაროთ ბრინჯი ან ბრინჯის გამჭვირვალე ატრია. ბრინჯის შემთხვევაში უბრალოდ მოვხატშავთ ბრინჯს მიხაკთან ან დარიჩინთან ერთად , შემდეგ გავაგრილოთ და შევაზავოთ სუშის საკმაზით. სერვირებამდე მოვხალოთ სეზამის მარცბლები. სერვირებისას მოვაყაროთ ზემოდან წითელი დაღერღილი წიწაკა და მანამდე მოხალული სეზამის მარცვლები. ბრინჯის გამჭვირვალე ატრია: * სერვირებამდე 5 წუთით ადრე დავალბოთ ატრია ცხელ წყალში. რაც ყველა კომპინენტს მოვამზადებთ, უკვე შეგვიძლია ვიზრუნოთ აწყობაზე . ბაზების მიქსი მზად გვაქ , ლოკოკინებიც და ბრინჯიც\ატრიაც. ჩავყრით შიგნით ლოკოკინებს და ოდნავ გავაცხელებთ, ისე რომ არ ადუღდეს. თუ ატრიასთან ერთად მიირთმევთ. ჩადეთ ღრმა თეფში ატრია და დაასხით წვნიანი. მოსართავად დაადეთ ზემოდან ქინძის ფოთლები და დაღერღილი წითელი წიწაკა. თუ მიირთმევთ ბრინჯთან ერთად , ცალცალკე თეფშებზე დაასერვირეთ და გემრიელად მიირთვით