განაცალკევეთ ფორთოხლის ცედრა და გული ერთმანეთისაგან, დაჭერით ოთხკუთხედებად გული, წვრილად დაჭერით ცედრა და მოათავსეთ ქვაბში. გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და მოაყარეთ შაქარი, კარგად მოურიეთ. დატოვეთ 1 საათის განმავლობაში, რომ გამოიყოს წვენი. შემდეგ, მოხარშეთ 20–30 წუთის განმავლობაში, დააბლენდერეთ და მოათავსეთ ქილებში. გემრიელად მიირთვით.