5 კვერცხისაგან და 200 გრ შაქრისაგა მოამზადეთ კარგი გოგლიმოგლი. დაამატეთ 3 ს.კ თაფლი, 2 ჩ.კ სოდა ძმრით, ვანილი. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ 4 ჭიქა გაცრილი ფქვილი და მოურიეთ ხელის სათქვეფით. ამ მომზადებულ ცომს დაამატეთ 1 ჭიქა გატარებული, ან დაბლენდერებული ნიგოზი და 1 ს.კ თაფლი. ცომი გაყავით 3 დიდ და ერთ პატარა ნაწილად. საცხობ ფირფიტაზე დააფარეთ კალკა, მოაყარეთ ცოტა ფქვილი და გადმოიტანეთ ცომი. ფქვილიანი ხელით გაიყვანეთ ბოლომდე. ისე ვერ გაიყვანთ. კარგად გახურებულ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე ცხვება ძალიან მალე. მოოქროსფერო–მოყავისფრო ფერს მიიღებს და მზადაა. კრემის მომზადება - 250 გრ კარაქი კარგად ამოიყვანეთ მიქსერით და შეათქვიფეთ 2 ცალი მოხარშული, შესქელებული რძე. დაამატეთ 1 ჭიქა დაჭრილი, ან დაბლენდერებული ნიგოზი და ვანილი. მეოთხე, პატარა ფირფიტა, გამოიყენეთ მოსაფშვნელად. გემრიელად მიირთვით!