კვერცხის ცილა გათქვიფეთ 2 ს.კ თბილ წყალთან ერთად, ჩაამატეთ გულები, 80 გრ შაქარი, შემდეგ კი დააცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი.ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ყალიბში( ღუმელებს მოჰყვება ხოლმე) და 180 გრადუსზე აცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთი.გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ სუფთა პირსახოცზე, ქაღალდიანი მხარით ზემოთ, მოაშორეთ ქარალდი და პირსახოციანად გადაახვიეთ.გაცივების შემდეგ გადაშალეთ და წაუსვით კრემი, იქნება ეს ნაღების, მოხარშული თუ კარაქის კრემი, თქვენი სურვილით, დაალაგეთ გაფცქვნილი მანდარინები და ხელახლა გადაახვიეთ. რამდენიმე საათი მაცივარში გააჩერეთ, შემდეგ კი დაჭერით.