მოამზადეთ ორთქლის აბაზანა, სადაც დადებთ თასს, დაასხით თაფლი და მოაყარეთ სოდა, გაღვივებულს დაამატეთ ათქვეფილი გოგლიმოგლი, 2ჭ შაქრითა და 5 კვერცხით, დაამატეთ ვანილი და ოდნავ ფერს რომ შეიცვლის, ზეთი, კაკაო და 5 ჭიქა ფქვილი. მოხარშეთ ცომი ორთქლზე, 10 -15 წუთით და გადმოიღეთ, ფქვილიან დაფაზე ისევ გადაზილეთ ნაზად, სანამ ხელს აღარ მიეკრობა. დაფაზე გადატანისას, ფქვილი ბევრი არ შეაზილოთ. დაყავით 6 ტოლ გუნდად, თითოეული გააბრტყელეთ ძალიან თხლად და საცხობ ფორმაზე გადაკეცვით დადეთ, რომ არ გაიხას. 7 წუთში ცხვება, 180° გრადუსზე, ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, ამიტომ აკონტროლეთ, რომ არ დაიწვას. მომაზადეთ კლასიკური რძის კრემი, რძეს დაამატეთ, ფქვილი, კარაქი, მოსახარში, შესქელებული რძე, ვანილი. მინანქარისთვის დაგჭირდებათ: კაკაო, წყალი, შაქარი და კარაქი. გემრიელად მიირთვით.