ჯამში მოათავსეთ კარაქი და შოკოლადი, დაუმატეთ კაკაო, შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გალღობის შემდეგ გადმოდგით. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, შეურიეთ ასევე გამდნარი შოკოლადი. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, ბოლოს კი, ათქვეფილ ბეზეს, ფრთხილად შეურიეთ შოკოლადის მასა, გადაანაწილეთ ჭიქებში. მოცემული ინგრედიენტებით გამოგივათ 3 ჭიქა დესერტი, დააყოვნეთ მაცივარში, დაახლოებით 5 საათით.