კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ზეთი, ვანილი, სოდა და ბოლოს ფქვილი .მოზილეთ ცომი. მზა ცომი გადაახვიეთ საკონდიტრო პარკში და 20 წუთით მოათავსეთ მაცივარში. ამასობაში მოამზადეთ კრემი: 400მლ რძე დადგით ცეცხლზე, კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ 100მლ რძე. ვანილი და სახამებელი ათქვიფეთ კარგად და შემდეგ ნელა შეურიეთ წინასწარ დადგმული ცხელი რძე. სწრაფი მორევით მიიყვანეთ დასქელებამდე, რომ წამოდუღდება, კრემი მზად იქნება. სანამ კრემი გაცივდება, მოამზადეთ ვაშლი. გაჭერით შუაზე და ამოასუფთავეთ გული. შემდეგ კარტოფილის სათლელით დაჭერით, ან, თუ შესაძლებელია, დანით. ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან და ფორმაშივე გააბრტყელეთ ( 26 დიამეტრის ფორაში ). შემდეგ დაასხით ცომსვე გამზადებული კრემი და მოალაგეთ ვაშლი. გამოაცხვეთ 180°-ზე, 20-25 წუთით. გამოდის ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანი. მიირთვით ცხელი. ნამდვილი საოცრება გამოდის.