ჯამში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, დაუმატეთ კარაქი და შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, ცალკე ქვაბში მოათავსეთ თაფლი და სოდა, როგორც კი მიიღებს კარამელის ფერს, დაუმატეთ კვერცხის მასა, ორთქლის აბაზანაზე დატოვეთ, დაახლოებით 10 წუთით, ურიეთ განუწყვეტლივ, ცხელ მასაში. დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი, შემდეგ გადმოდგით ჯამი ორთქლის აბაზანიდან. სამუშაო მაგიდაზე დაყარეთ დარჩენილი ფქვილი, შეურიეთ მასას. დაახლოებით 50 გრ ფქვილის დამატება შეიძლება მოგიწიოთ, თუ იქნება წებოვანი მასა. დაასვენეთ 20 წუთით, ოთახის ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაში, გაყოფილია 5 ნაწილად, საცხობი ფორმა – 30 სმ. საცხობ ქაღალდზე მოაყარეთ ფქვილი, გააბრტყელეთ და დაჩხვლიტეთ, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ორივე ცხობაზე, 170-180°ზე, დაახლოებით, 5-6 წუთით. მამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, დაუმატეთ შესქელებული რძე, შემდეგ არაჟანი, ბოლოს კი ვანილი. ფირფიტები დაკრემეთ, გააჩერეთ ერთი დღის განმავლობაში, არის ფაფუკი, რაც მთავარია – უგემრიელესია.