5 კვერცხითა და 1,5 ჭიქა შაქრით მოამზადეთ კარგი გოგლიმოგლი, დაამატეთ 3 ს.კ თაფლი, შემდეგ 150 გრ შემღვალი კარაქი, 1 სავსე ჩ.კ. სოდ ძმრით და ვანილი. გაცერით ფქვილი და უკვე ხელის სათქვეფით შეაზილაეთ, დაგჭირდებათ 4 ჭიქა ფქვილი. თან გაცერით 1ს.კ. კაკაო. ფქვილის რაოდენობა სიფრთხილით განსაზღვრეთ, ბევრი არ მოგივიდეთ. ცომი უნდა იყოს სქელი, არაჟნის კონსტინტენციის. გაყავით 3 ტოლ ნაწილად. კალკას წაუსვით ცხიმი, მოათავსეთ ცომი და ფქვილიანი ხელით გაიყვანეთ საჭირო ზომაზე. კარგად გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე გამოაცხვეთ, ცხვება ძალიან მალე. ასე გამოაცხვეთ სამივე ფირფიტა. კრემის მომზადება: 8 ს.კ ფქვილს დაამატეთ 1,5 -2 ჭიქა შაქარი, კარგად მოურიეთ, დაასხით 1 ლიტრი რძე, გახსენით კარგად და ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით მოხარშეთ. ცალკე ათქვიფეთ 250 გრ კარაქი და პორციებად შეაზილეთ მოხარშული, გაციებული ფაფა. დაამატეთ ვანილი და ცოტა არაყი. ( ამ კრემს შეგიძლიათ მოუხარშავი, შესქელებული რძეც დაუმატოთ, მაშინ ცოტა შაქრის რაოდენობას მოაკელით კრემში ). დაკრემეთ ფირფიტები მოხარშული კრემით. მესამე, ბოლო ფენას წაუსვით მხოლოდ მოხარშული, შესქელებულ რძე. ზემოდან გააფორმეთ მინანქრით. ძალიან მსუბუქი და გემრიელია.