შევარჩიოთ შედარებით თხელი,ნაზი, საშუალო ზომის ფოთლები, რადგან დიდი ფოთლები, როგორც წესი, უფრო უხეშია. კარგად გავრეცხოთ და დავწრიტოთ ზედმეტი წყლისგან. 10-10 ფოთოლი ერთმანეთზე დავალაგოთ და სიგარასავით გადავახვიოთ, შემდეგ სუფთა ქილებში ჩავალაგოთ. ძალიან მჭიდროდ ნუ ჩავდებთ, რომ მარინადი ყველგან თანაბრად მოხვდეს. სურვილის შემთხვევაში, ამ ეტაპზევე ჩავაყოლოთ ქილაში ოხრახუშის ან ტარხუნის რამოდენიმე ღერო (ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგ არომატს აძლევს) მოვამზადოთ მარინადი: წყალი, მარილი, შაქარი, ძმარი წამოვადუღოთ და დავასხათ ქილებს. მჭიდროდ დავაფაროთ სახურავები, ამოვატრიალოთ და დავალაგოთ თავით ქვემოთ. ასევე გავაციოთ. შემდეგ გადავიტანოთ გრილ, მზისგან დაცულ ადგილას, სარდაფში ან საკუჭნაოში. გამოყენების წინ მდუღარეს გადავავლებთ, ზედმეტი მარილის მოსაცილებლად. გამოდის 2 საშუალო ზომის ქილა. დაკონსერვების გარდა, შესაძლებელია ფოთლების გაყინვაც. გარეცხილ და გამშრალ ფოთლებს, ზემოთ აღწერილი წესით გადავახვევთ სიგარასავით, შევფუთავთ კულინარიულ ცელოფანში და საყინულეში შევინახავთ. გალღვობის შემდეგ ფოთოლი გამუქდება. მას ჩვეული წესით დავდუღრავთ და გამოვიყენებთ.