ხახვი მოთუშეთ ზეთში, როდესაც გაოქროსფერდება დაუმატეთ სტაფილო. სტაფილო რომ დარბილდება, დაუმატეთ თომატ-პასტა და ცოტა წყალი. დააყოვნეთ 5 წუთი და დაუმატეთ ოსპი. დაასხით წყალი (სასურველი რაოდენობა), მოხარშეთ 20წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ღვინო, ნიორი და სანელებლები. დააყოვნეთ კიდევ 10წუთით. ბოლოს, დააბლენდერეთ. თეფშზე გადატანილს დაუმატეთ ლიმონის წვენი.