ჯამში მოვათავსეთ კვერცხის გული, ძმარი, ზეთი, არაყი, წყალი და ფქვილი, ფქვილი დაუმატეთ ეტაპობრივად. მოზილეთ ცომი, ბოლოს კი დაუმატეთ 50 გრ გამდნარი მარგარინი, ცომი კარგად დაამუშავეთ, დავტოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით, შემდეგ კი დაყავით 3 ტოლ ნაწილად. დარჩენილი 150 გრ მარგარინი დაყავით 3 ტოლ ნაწილად, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. აიღეთ ცომის მასა, გააბრტყელეთ, დაადეთ მარგარინის ერთი ნაწილი და გადაკეცეთ კონვერტისებურად, მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. ანალოგიურად გადაკეცაეთ დანარჩენი ცომის მასაც. თითო ცომის ნაწილს მარგარინი უნდა წაუსვათ მხოლოდ ერთხელ, ხოლო გადაკეცვა უნდა 3- 4 ჯერ, ყოველ ერთ საათში. მაცივარში დააყოვნეთ. აქედან წინასწარ გამოაცხვეთ მხოლოდ ერთ ფენა, ეს იქნება ფახლავის შუა ფენა, ცომის მასა გააბტყელეთ. დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ, 200°–ზე 25 წთ–ის განმავლობაში. კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი ეტაპობრივად, ბოლოს ვანილი. ცალკე დააქუცმაცეთ 300 გრ ნოგოზი, თუ ქიშმიშს გამოიყენებთ მაშინ 200 გრ ნიგოზი და 100 გრ ქიშმიში საკმარისია, ბოლოს შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი ბეზეს. აიღეთ საცხობი ფორმა, გააბრტყელეთ ცომის მასა, გადაანაწილეთ ბეზე, შემდეგ დაადეთ გამომცხვარი ფირფიტა, ისევ ბეზე, ბოლოს ცომის მასით დაფარეთ, დაჭერით სასურველ ნაჭრებად, წაუსვით კვერცხის გული, გამოაცხვეთა 180°-200°ზე შეწითლებამდე, ბოლოს შეგიძლიათ თაფლი გადაანაწილოთ.