5 კვერცხი ათქვიფეთ მარილთან და ცოტა გამდნარ კარაქთან ერთად. დაუმატეთ 500 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. კარგად რომ გახსნით, ნელ-ნელა დაუმატეთ 1.500გრ ფქვილი (უმაღლესი ხარისხის). მიღებული ცომი ჩადეთ აპარატში და კარგად მოაზელინეთ. შემდეგ, ცომს მიეცით გრძელი ფორმა და დაყავით 9 ნაჭრად. ორი გუნდა, შედარებით მოზრდილები გააკეთეთ. პირველი და ბოლო ფენა, როგორც იცით, არ იხარშება. ყველა ფენას წაუსვით გამდნარი კარაქი (ფუნჯით) მე-4 და მე-7 ფენას მოაყარეთ ყველი(იმერული). შედგით ღუმელში და 25 წუთის შემდეგ წაუსვით რძეში გახსნილი 2 კვერცხის გული. შეატრიალეთ ღუმელში, სანამ კარგად არ დაიბრაწება.