ფეიხოა სასურველია მწიფე იყოს. რეცხეთ, შეაშრეთ, მოაჭრით ბოლოები, გაჭერით შუაზე. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ან ჩოფერში დააქუცმაცეთ, პიურეს კონსისტენციამდე. მიღებულ მასას დაამატეთ 1 კგ. ხილზე 500 გრ. ნატურალური თაფლი ( სასურველია წაბლის, ან ცაცხვის) , 2 ც. ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ქილებში და შეინახეთ მაცივარში. სასიამოვნო და გემრიელი მისართმევია. თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ჩაანაცვლეთ შაქრით. თუმცა, ბუნებრივია, თაფლით ბევრად სასარგებლოა. წარმოიდგინეთ, რამდენი ვიტამინია ერთად, 1 ს.კ. ამ ნარევში. ესაა ნატურალური და გემრიელი წამალი ორგანიზმისთვის, ნებისმიერ სეზონზე.