ციტრუსი გაფრცქენით, კარგად გაასუფთავეთ, დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დაამატეთ შაქარი და ადუღეთ 1 საათით. დრო და დრო მოურიეთ ფრთხილად და მოქაფეთ. 1 საათის გასვლის შემდეგ გათიშეთ გაზქურა და გააგრილეთ. დააბლენდერეთ და კვლავ ადუღეთ სასურველ სისქემდე. არ სჭირდება შემასქელებელი, ან ვანილი. ბუნებრივად არის ძალიან სურნელოვანი და გაგრილებასთან ერთად თავად შესქელდება. ცხელ მასა მოათავსეთ სტერილურ ქილებში. ამ რაოდენობის ციტრუსით გამოვიდა 2 (320მლ-იანი) ქილა. უზომოდ უხდება ბეზეიან ტარტებსა და ტარტალეტკებს. გემრიელად მიირთვით.