ათქვიფეთ ცილა, შემდეგ დაამატეთ შაქარი, გულები, ზეთი, ყავისა და შოკოლადის არომატების რამდენიმე წვეთი და ბოლოს ჩააცერით ფქვილი და კაკაო. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში, 150 გრადუსზე. ფორმის ზომა 24სმ. ცხვება ორი ასეთი ფირფიტა. ჯამში ათქვიფეთ ცივი ნაღები, თანდათან, სულ დაბალ სიჩქარეზე, დაამატეთ არაჟანი და ორივე შესქელებული რძე. ბოლოს ისევ ყავისა და შოკოლადის არომატების რამდენიმე წვეთი. ბისკვიტები გაჭერით ორად, დანამეთ თბილი სიროფით, დაკრემეთ და გააფორმეთ სურვილისამებრ. ყავის ტორტს განსაკუთრებით უხდება ეს კრემი. სცადეთ აუცილებლად.