კომში გათალეთ და დაჭერთ ფიგურული საჭრელით. შემდეგ აწონეთ. ნათალებს დაასხით 3 ლიტრა წყალი და ადუღეთ 10-15 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და ამ ნახარშით მოადუღეთ სიროფი. ამ შემთხვევაში, კომშის სუფთა წონა აირს 3 კილო, ამიტომაც 3 კილო შაქარს დაასხით გადაწურული ნათალების ნახარში, მოადუღეთ სიროფი და ცხელშივე ჩააწყვეთ კომში. ადუღეთ 10 წუთით და გააგრილეთ. ესე გაიმეორეთ რამდენიმეჯერ. როდესაც კომში გაწითლებას დაიწყებს, უკვე მზად არის. გემრიელად მიირთვით.