ვარდის შარბათი - აღმოსავლური ეგზოტიკა
ვარდის შარბათი - აღმოსავლური ეგზოტიკა
დრო 540წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 1/4 ჭიქა
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • კარდამონი (ილი) - 3-5 მარცვალი (დაუფქველი)
  • მდუღარე წყალი - 3/4 ჭიქა
  • ვარდის ფურცლები - 1.5 ჭიქა
  • ბროწეულის ნატურალური წვენი - 2/3 ჭიქა
  • ცივი წყალი - 5 ჭიქა
მომზადების წესები
ბაღის ვარდის ფურცლები გარეცხეტ, ჩაყარეთ თასში და მდუღარე წყალი დაასხით. ჩაამატეთ კარდამონის მარცვლებიც. დადგით მინიმუმ 8 საათი, უმჯობესია მთელი ღამით.

შემდეგ გაწურეთ, ჩაამატეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე გაათბეთ, თან ურიეთ, რომ შაქარი გადნეს. შემდეგ ისევ გაფილტრეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და  გააგრილეთ. 

ჭიქებში ჯერ ყინული ჩაყარეთ სანახევროდ, შემდეგ შარბათი დაასხით