სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძისა და წყლის ნარევი, მწიკვი მარილი. ჩააგდეთ კარაქი და შემოდგით ცეცხლზე. ურიეთ, სანამ კარაქი არ ჩადნება. უნდა ადუღდეს ეს თხევადი მასა. ადუღებულში ჩაყარეთ ფქვილი და მოურიეთ (სილიკონის კოვზი გამოიყენეთ). დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით, მოშუშეთ ცომი. დაგჭირდებათ სავარაუდოდ 5 - 7 წუთი. გადმოდგით გაზქურიდან, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ოდნავ შეაგრილეთ. 4 კვერცხი შეათქვიფეთ სათითაოდ, მიქსერით. მე-5 კვერცხი გათქვიფეთ მსუბუქად, ჭიქაში და თუ საჭიროა დამატება - დაამატეთ კოვზებით, რადგან სისქე თქვენ უნდა დაარეგულიროთ. თუ ცომი გაგითხელდათ, ჩავარდება შუ. დაუმატეთ ვანილიც. ცომს რომ დასვავთ, უნდა შეინარჩუნოს ფორმა. ცივ საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ კალკა და ტორტის ფორმით ლამაზად მოახვიეთ. მანძილი დატოვეთ, ამოსვლისას ერთმანეთს რომ არ მიეწებოს. ღუმელი კარგად გახურებული უნდა იყოს. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვით. დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ. შემდეგ,180 გრადუსზე დაუწიეთ და გამოაცხვეთ 10 წუთით. გამორთვის შემდეგ, 15 წუთით კიდევ ღუმელში დააყოვნეთ. კრემი - ძალიან უხდება მოხარშული. გამოყენებულია 35 % ნაღების კრემი. გაითვალისწინეთ თქვენი ღუმელის თავისებურებები და უმჯობესია ისე გადაწყვიტოთ ტემპერატურა.