კომში გარეცხეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, მიიღებთ 1კგ დამუშავებულ-გასუფთავებულ ნაყოფს. ამ ნაყოფს დაასხით 1 ცალი ლიმონისაგან გამოწურული წვენი და აურიეთ კარგად. გულები თავის კურკებიანად მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში, დაასხით 0.5ლ წყალი და 10 წუთით წამოადუღეთ. მურაბის მთელი საიდუმლო და სარგებელი ამ გულებშია. გამოიყოფა ჟელესავით და თაფლივით წებოვანი წვენი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მურაბას კი აძლევს სასწაულ კონსისტენციას. ეს ცხელი მასა გადაწურეთ რამდენიმეპირად დაკეცილი მარლით, წვენს დააყარეთ 800გრ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე, მორევით გაადნეთ შაქარი და ჩაყარეთ დაჭრილი კომში, 5 წუთით ადუღეთ და გადადგით, გააგრილეთ. 3-ჯერ გაიმეორეთ 5 წუთიანი წამოდუღება და გაცივება. მესამედ, უკვე 40წუთი დაგჭირდებათ დაბალ ცეცხლზე მურაბის საბოლოოდ მოსახარშად. ცხელი მურაბა ჩაასხით დამდუღრულ-გასტერილებულ ქილებში.