მწარე, წითელი წიწაკა გამოაშრეთ კარგად, დაახლოებით 20 დღე დასჭირდება კარგად გამოსაშრობად. მოაცილეთ ყუნწები, ჩაყარეთ თასში და დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ ორი საათით. ამასობაში, დანაყეთ ნიორი, ქინძის სუნელთან და უცხო სუნელთან ერთად. წიწაკა ამოწურეთ წყლიდან და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გადაურიეთ დანაყილი ნიორი და სუნელი მარილთან ერთად და კარგად შეაზილეთ. გამოდის მშრალი, სქელი მასა. არის საკმაოდ ცხარე და უგემრიელესი.