თასში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და კაკაო (ფქვილი შეგიძლიათ ცოტა დააკლოთ, რადგან 100 გრამ კაკაოს აკეთებთ). აურიეთ კარგად. ჩაახეხეთ კარაქი და შეურიეთ ხელით ფრთხილად, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა (ქადას გულსართის მსგავსი, გამოცხობის შემდეგ წვრილი კარაქის გრანულები სინოტივეს აძლევს ბისკვიტს ). შემდეგ, დაამატეთ სოდაშერეული მაწონი და 5 ცალი კვერცხი. ათქვეფა არ უნდა, ყველაფერი მოურიეთ კარგად ხელით. გამოდის დასასხმელი მასა. გადააფარეთ თავზე და დადგით 30-40 წუთით. შემდეგ მასა გაყავით 3 ნაწილად და გამოაცხვეთ. ფორმას (26სმ) ძირზე დააფინეთ პერგამენტი, გამოაცხვეთ 150 გრადუსზე, ქვედა წვით, დაახლოებით 20 წუთით. კრემის მომზადება: კარაქი ამოიყვანეთ, შემდეგ დაამატეთ გაგრილებული ფაფა, ულუფებად და ათქვიფეთ, ბოლოს დაამატეთ შესქელებული რძე, ულუფებად(მთლიანი ქილა არ დაგჭირდებათ გემოთი მიხვდებით) და ვანილი. აწყობა: ბისკვიტებს მოაჭერით გვერდები და უსწორმასწორო ზედაპირები, დაგჭირდებათ მოსაყრელად. მოხალვა არ უნდა, ნოტიო ბისკვიტია და ხელით დააქუცმაცეთ. ბისკვიტებს გადაუსვით კრემი, სამივე ფენას მოაყარეთ მოხალული, წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაფხვნილი ბისკვიტი.