ფეიხოა გათალეთ, დააყარეთ შაქარი, 1 კგ. ფეიხოაზე 1 კგ. შაქარი და 200 მლ.წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და როცა წამოდუღდება, გამორთეთ და გააგრილეთ. შემდეგ, ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ მზაობამდე. დუღილის დროს, დრო და დრო გაასუფთავეთ ქაფისგან. მოამზადეთ და დარწმუნდებით რომ საოცარი მურაბაა, ჟელესმაგვარი წვენით.