ჯამში მოათავსეთ ცომის ინგრედიენტები, ხელით ან მიქსერით ცოტა მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. 10-15 წუთით უნდა მოზილოთ, სანამ პრიალა და ელასტიური არ გახდება. დაასვენეთ ცოტა ხანით, შემდეგ გადაანაწილეთ გუნდებად (გუნდების რაოდენობა 22-40-მდე, ან მეტი. გააჩნია რა ზომის ტაფაზე აცხობთ). ამ შემთხვევაში, 70გრ-იან გუნდებია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდები იყო, ამიტომაც გაჭრილია შუაზე - 2ცალი 35 გრ გუნდებად. შესაბამისად, გაბრტყელებისას მივიღეთ თხელი, გამჭირვალე ფირფიტები. ზედა გუნდა ცოტა დიდი გააკეთეთ, დავუშვათ 45გრ, თუ დანარჩენი 35 გრამია. გუნდები მოათავსეთ მაცივარში და 4-5საათით მოასვენეთ. დაჭრილ ნიგოზს დაუმატეთ შაქარი, დარიჩინი, გაადნეთ კარაქი და დაიწყეთ ფახლავას აწყობა: წაუსვით კარაქი ტაფის ძირში და გაბრტყელებული პირველი ფირფიტა ჩააფინეთ, წაუსვით კარაქი, ისევ ფირფიტა-კარაქი...ყოველ მეხუთე ფენაზე მოაყარეთ ნიგოზი (შაქრით,დარიჩინით). დაჭერით სასურველ ნაჭრებად, წაუსვით კვერცხის გული, გამოაცხვეთ 180°ზე, 25-30 წუთით (გააჩნია ღუმელს,ფირფიტების რაოდენობას..). ცხობის ბოლო ფაზაში, როცა თითქმის გამომცხვარია ფახლავა, გადმოიღეთ ღუმელიდან, დაუმატეთ წინასწარ დამზადებული სიროფი, დააბრუნეთ ფახლავა ღუმელში 5-10წუთით. კარგად გააცივეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით.