35%-იანი ცივი ნაღები ამოგვყავს შაქრით (3 სუფრის კოვზი ან მეტი, გემოვნების ამბავში), დავუმატოთ ილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი - ცოტ-ცოტა, რომ მოპასკო აურა შეიძინოს. დავუმატოთ 1 ქილა გაწურული მაწონი და გავაგრძელოთ თქვეფა. ჭიქებში ჩადების შემდეგ დავუმატოთ ნიგოზი დაფხვნილი, კაკლის მურაბა დაჭრილი, ა.შ. როგორც „გაგვისწორდება“. შევდგამთ მაცივარში და უგემრიელესია რამდენიმე საათში.