მაიონეზის მომზადება სახლის პირობებში
მაიონეზის მომზადება სახლის პირობებში
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
სახლში მაიონეზის მომზადება ძალიან მარტივია და ნაყიდთან შედარებით ბევრად ჯანსაღი. შეიძლება მომზადდეს როგორც მთლიანი კვერცხით, ასევე მხოლოდ გულებით.

ინგრედიენტები

  • შაქარი - მწიკვი
  • მარილი
  • მდოგვი - 1/2 ან 1 ჩ.კ
  • ზეთი (მზესუმზირის ზეითუნის, სიმინდის... ან მათი ნარევ - 200 მლ
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • კვერცხის გული - 3
მომზადების წესები
კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, მარილი და მდოგვი მოვათავსოთ თასში ან ბლენდერის ჭიქაში და ავთქვიფოთ. დავიწყოთ ზეთის ჩასხმა ნელ-ნელა, წვრილ ზოლად, თქვეფის შეუჩერებლად. როცა გასქელებას დაიწყებს, შეგვიძლია ზეთის დოზებიც გავზარდოთ. საკმაოდ სქელი მაიონეზი მიიღება და თუ უფრო თხელი გინდათ, ზეთის დამატება შეიძლება. ძალიან გემრიელი მაიონეზია, თუმცა მაინც მეტისმეტად ცხიმიანია და გამოყენებისას ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს ;)


იგივენაირად კეთდება მაიონეზი 1 მთლიანი კვერცხითაც, ამ შემთხვევაში ზეთი 150 მლ გამოიყენეთ

ვიდეო-რეცეპტის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს
ტეგები:
მაიონეზი ნანახია: 111948