3 კვერცხის ცილა ააცალეთ გულებისგან, მწიკვი მარილთან ათქვიფეთ, ცოტ-ცოტა დაუმატეთ 110გრ შაქარი. მყარი ბეზე უნდა მიიღოთ. პატარა ჯამში შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, გარდა ფქვილისა. კვერცხის გულები, ზეთი, გლუკოზის სირიფი, სოდა, ოდნავ ათქვიფეთ კოვზით, ან ჩანგლით, დაუმატეთ ბეზესთან და შეურიეთ ფრთხილად, რომ ბეზეს მასა არ ჩაჯდეს. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სილიკონის კოვზით შეურიეთ. ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასა უნდა მიიღოთ. ტაფაზე ჩააფინეთ საკონდიტრო ქაღალდი და რულეტის ცომი ჩაასხით ქაღალდზე, დანით წაუსვით თანაბრად და გამოაცხვეთ 180-190°–ზე. ისეთი რბილი და მორჩილი ფენები გამოდის, ადვილად გადაახვევთ. სასურველია შეციების შემდეგ წაუსვათ ჯემი, ან კრემი. გააფორმეთ რიგორც გნებავთ. გემრიელად მიირთვით!