ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხის გულები, შაქარი, დარბილებული კარაქი. სოდა დაამატეთ მაწონს, ათქვიფეთ და ჩაასხით კვერცხიან მასაში. ფქვილი დაამატეთ გაცრილი. აქვე ვანილი გადაურიეთ და გამოაცხვეთ სტანდარტულ ღუმელის საცხობზე, 170-180 გრადუსზე, 30-35 წუთით. შავი ბისკვიტისთვის ფქვილს გამოაკელით 3 ს.კ. და დაამატეთ 3 ს.კ. კაკაო და ასე შეურიეთ. გამოაცხვეთ ანალოგიურად. ორივე რომ გაცივდება ამოჭერით მრგვლად. ნაფხვენები დააბლენდერეთ. მოხარშეთ რძის კრემი. თეთრი კრემით გააფორმეთ თეთრი ბისკვიტები. კაკაოს ფხვნილს და შოკოლადს დაამატეთ რძე, გაადნეთ და დაამატეთ მორჩენილი თეთრ კრემი. გამოვიდა შოკოლადის კრემი, ამით გააფორმეთ შავი ბისკვიტები. არის ძალიან ფაფუკი და გემრიელი.