პომიდორს გააცალეთ კანი, დაჭერით ძალიან წვრილად, მოათავსეთ ქვაბში და ხარშეთ მანამ, სანამ წყალს თითქმის არ ამოიშრობს, დაახლოებით 40 წუთით. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, შაქარი, მარილი გემოვნებით, ძმარი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ ხარშვა, სულ დაბალ ცეცხლზე, კიდევ, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში. გამორთეთ და დატოვეთ 12 საათით. მეორე დღეს, დადგით ისევ ცეცხლზე, დაამატეთ გემოვნებით პიტნა და რეჰანი. გააგრძელეთ ხარშვა, კიდევ 20 წუთით. ამ შემთხვევაში, მასა დაბლენდერებულია ხელის ბლენდერით, თქვენ თუ არ დააბლენდერებთ არც არაფერი დაშავდება.