გამოწურულ და დამტკბარ (შაქარი გემოვნების მიხედვით, ამ შემთხვევაში, გამოყენებულია 200გრ ) ბროწეულის წვენს დაასხით ჭაჭა. დაამატეთ დაჭყლეტილი ბროწეულის მარცვლები, თავის კურკებიანად. ასევე, მიხაკის მარცვლები, ვანილი და ცოტაოდენი კაკლის უღელი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შუშის ჭურჭელში, დააფარეთ, გააჩერეთ ბნელ და გრილ ადგილას, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. გემოები და შაქარი კარგად უნდა გაუჯდეს ერთმანეთს. შემდეგ გადაწურეთ საცერში და გემრიელი ბროწეულის კონიაკიც მზად არის.