ფქვილი და კარაქი გააფხვიერეთ, დაუმატეთ მაწონი, სოდა, ასევე კვერცხის გული და ვანილი, ცომი უნდა იყოს ელასტიური, შემდეგ დააყოვნეთ მაცივარში 2 საათით. მოამზადეთ შიგთავსი: ნიგოზი დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქარი და კვერცხის ცილა. მასა გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ მასის ერთი ნაწილი, გადაანაწილეთ გულსართი და დაჭერით სამკუთხედებად, გადაახვიეთ. გადაიტანეთ ფორმაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, რძე. გამოაცხვეთ 170-180°ზე, დაახლოებით, 20 - 25 წუთით.