ქათამს მოაცალეთ კანი (სოფლისას არ ვაცლით), დაჭერით, დაასხით წყალი, თან მოქაფეთ, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ისევ ახალი ადუღებული წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ. ცალკე მოშუშეთ ხახვი ცოტა კარაქში, დაამატეთ ფქვილი, ტომატი, თავისივე წყალი, სუნელები, დანაყილი ნიგოზი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი. მოხარშულ ხორცს დაასხით ნიგვზიანი მასა, დაამატეთ მარილი და გამორთეთ.