კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო, მარილი და გაცერით. მაწონს დაამატეთ ლიმონის წვენი და სოდა. კვერცხის მასას მონაცვლეობით, 3 ჯერ შევაფქვიფეთ მაწონი-სოდით,ზეთი და ფქვილის მასა ( პორციებად დაამატეთ ნელ-ნელა, ბოლოს კი შეათქვიფეთ წითელი საღებავი ) ცომი გადაანაწილეთ პერგამენტჩაფენილ, ცხიმწასმულ 2 ფორმაში, დიამეტრით 32/22 სმ და შედგით წინასწარ, 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 30 წუთით ( ყველა ღუმელი სხვადასხვანაირია, ასე რომ გასინჯეთ სიმშრალე ხის ჩხირით). მზა ბისკვიტები გააცივეთ, გაჭერით თითოეული ორად და დანამეთ. წაუსვით კრემი და მორთეთ სურვილისამებრ. ტორტი გამოდის ძალიან ნაზი და გამორჩეულად გემრიელი. კრემის მომზადება : დარბილებული კარაქი, ვანილი და პუდრა ათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს პორციებად შეათქვიფეთ ნებისმიერი კრემ-ყველი.